Friday, December 3, 2010

დისკუსიის შეფასების სქემა



კრიტერიუმი

ინდიკატორი

ინდიკატორის შეფასების ქულა

მიღებული ქულა

სხვისი მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება

უჭირს მოსმენილის აღქმა და შესაბამისი რეაგირება.

1–3

ზოგჯერ არასწორად აღიქვამს მოსმენილს და არაადეკვატურად რეაგირებს.

4–5

მეტ–ნაკლებად სწორად აღიქვამს სხვის მოსაზრებებს და ითვალისწინებს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებისას.

6–7

სწორად აღიქვამს სხვის მოსაზრებებს და ადეკვატურად რეაგირებს.

8–10

აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და სიცხადე

აზრი ბუნდოვანია. უჭირს სათქმელის გასაგებად ჩამოყალიბება.

1–3

აზრი ზოგჯერ ბუნდოვანია. შერჩეული ლექსიკა ყოველთვის არ შეესაბამება დასახულ მიზანს.

4–5

ზოგადად აზრი გასაგებია, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ლექსიკა არაადეკვატურია.

6–7

აზრს მკაფიოდ აყალიბებს. ზუსტად და ცხადად გამოხატავს სათქმელს. ლექსიკა გადმოსაცემი აზრის ადეკვატურია.

8–10

აზრის დასაბუთება

არ ასაბუთებს თავის მოსაზრებებს.

1–3

მოსწავლეს მოჰყავს არგუმენტები, მაგრამ ისინი ნაკლებად დამაჯერებელია.

4–5

მსჯელობა მეტ–ნაკლებად დასაბუთებულია.

6–7

მსჯელობა არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია.

8–10

მეტყველების კულტურა

არ იცავს სალიტერატურო ენის ნორმებს.

1–3

ნაკლებად უშვებს ენობრივ შეცდომებს.

4–5

არ უშვებს ენობრივ შეცდომებს, მაგრამ ლექსიკა მწირია.

6–7

მოსწავლე გამართულად მეტყველებს. აქვს მდიდარი ლექსიკა.

8–10

საბოლოო შეფასება: ქულათა ჯამი გაყოფილი ოთხზე

No comments:

Post a Comment