გაკვეთილის მთავარი თემა |
არსებობის აზრი (ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანი") |
სწავლების საფეხური | მეთერთმეტე კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | კლასში არ არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | გაკვეთილი ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის, კვლევითი უნარ-ჩვევების, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ისტ-ის დაუფლებას. მოსწავლეები იმსჯელებენ შესასწავლი ნაწარმოების ირგვლივ, განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს, ისარგებლებენ ინტერნეტრესურსებით, შექმნიან ელექტრონულ მასალას. |
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
| ნაწარმოების ანალიზის, სინთეზისა და შეფასების, მსჯელობის, თანამშრომლობის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეთა პიროვნების, ზნეობრივი ღირებულებების ფორმირება, მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება. მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოების ინტერპრეტაციას, მის გააზრებას ლიტერატურულ-ისტორიულ კონტექსტში, ნაწარმოების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების წვდომას, მასში გაცხადებული მწერლისეული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დადგენას, ნაწარმოების დაკავშირებას საკუთარ პიროვნულ გამოცდილებასთან, გარემომცველი სინამდვილის აქტუალურ პრობლემატიკასთან, ინფორმაციის მოძიებას და სქემის შექმნას ისტ-ის საშუალებით. |
წინასწარი ცოდნა
| იცნობენ მწერლის ბიოგრაფიას, შესწავლილი აქვთ მისი რამდენიმე ნაწარმოები. მოსწავლეები უნდა ფლობდნენ კითხვის სტრატეგიებს, ნაწარმოებში მოძიებული ინფორმაციის შეფასების და დასახული ამოცანის გადასაჭრელად გამოყენების, პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის, დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევებს. შეუძლიათ ისტ-ის საძიებო სისტემის გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად. წინასწარ ვიმუშავებ კლასთან, რომ შეძლონ VUE პროგრამით სარგებლობა. |
შეფასების საგანი დაპროცედურები
| შევაფასებ პრეზენტაციას, დისკუსიაში მონაწილეობას. ამისთვის შევქმნი შეფასების რუბრიკებს და გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას. შევაფასებ ჩართულობასა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევას დაკვირვებითა და ჩანიშვნებით. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
| 1. თ. ვასაძე, ნ. შარაშენიძე-ქართული ენა და ლიტერატურა, მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელო 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო- ”ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" დამჭირდება აგრეთვე ხუთი კომპიუტერი, საძიებო პროგრამა, powerpoint და VUE პროგრამები, პროექტორი. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | აქტივობა 1 მოსწავლეები იხსენებენ რა იციან პოეტის, მისი ეპოქის შესახებ. ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან დრო-5 წუთი აქტივობა 2 კლასს ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდშოუს ჩვენება, მასწავლებლის მინილექცია ნაწარმოების შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით. ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან, დრო-3 წუთი აქტივობა 3 მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და ავსებენ ორმხრივ ჩანაწერთა დღიურს (მარცხენა სვეტში იწერენ მონაკვეთებს, რომლებმაც მიიპყრო მათი ყურადღება, ხოლო მარჯვენა სვეტში საკუთარ აზრს გამოხატავენ ამოწერილ მონაკვეთთან დაკავშირებით). ორგანიზება-ინდივიდუალური მუშაობა დრო-15 წუთი აქტივობა 4 მოსწავლეთა ჩანაწერების საფუძველზე თანმიმდევრულად განვიხილავთ ლექსს. მოსწავლეები მოსაზრებებს გაუზიარებენ ერთმანეთს, მართავენ დისკუსიას. მსჯელობის პროცესში უნდა გამოიკვეთოს შემდეგი საკითხები: რის სიმბოლოა ნაწარმოებში შავი ყორანი? მერანი? რისკენ მიისწრაფვის ლექსის გმირი, რა არის მისი მიზანი, რის მოპოვება უნდა? რას გამოხატავს ”მშვენიერი, აღტაცებული,გიჟური ლტოლვა”, მიზანს თუ მიზნის განსახორციელებლად გამიზნულ აქტიურობას? რაში ხედავს ლექსის გმირი სიცოცხლის მშვენიერებას, არსებობის აზრს? რა ანიჭებს სიდიადეს ლექსის გმირის ამბოხებას, რაში ხედავს ის თავისი თავგანწირვის მნიშვნელობას? ვინ მიაჩნია მას თავის მოძმედ? რა არის ლექსის თემა? იდეა? მოსწავლეებს შევახსენებ პოეტის წერილის ფრაგმენტს:”მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესო ხვედრისაკენ. გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე- კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილას. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა”. მოსწავლეები ლექსში მოძებნიან წერილის ფრაგმენტის შესაბამის მონაკვეთს (”გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდამატარე კლდენი და ღრენი”...) და პასუხობენ კითხვას: ვინ არის ლექსის ლირიკული გმირი, ილია ორბელიანი თუ თვით პოეტი? რა იყო ”კლდე-ღრე”, რომელმაც დაუხშო მომავლის პერსპექტივა პოეტს? როგორ აისახა ლექსში პოეტის ეპოქა? როგორ წარმოგიდგენიათ ”მერნის” შესწავლის შემდეგ ”საშვენი ხვედრი”, რომელზეც ოცნებობს პოეტი ლექსში ”ხმა იდუმალი”? ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან დრო-22 წუთი აქტივობა 5 მოსწავლეები იყოფიან რამდენიმეკაციან ჯგუფებად და ლექსის გმირის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნიან. მუშაობენ VUE პროგრამაში, წინასწარ შექმნილ სქემაში ასახავენ გმირის თვისებებს. ორგანიზება-ჯგუფური მუშაობა დრო-15 წუთი აქტივობა 6 მოსწავლეები ”მერნის” გმირის თვისებების, ღირებულებების, ცხოვრების წესზე დაკვირვებით აყალიბებენ თავიანთ მოსაზრებას რომანტიკული გმირის, რომანტიზმის თავისებურებების შესახებ, რომლის ნიმუშიც არის ბარათაშვილის პოეზია და წარმოადგენენ თავიანთ ნააზრევს. მუშაობის ორგანიზება-ჯგუფური მუშაობა დრო-20 წუთი აქტივობა 7 მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ კომენტარს რომანტიზმის შესახებ, შემდეგ ვიკიპედიაში ეცნობიან ამავე ცნების განმარტებას ხელოვნების ენციკლოპედიიდან და თავიანთ მოსაზრებებს ადარებენ წაკითხულს. ორგანიზება-ჯგუფური მუშაობა დრო-10 წუთი საშინაო დავალება-მოსწავლეები პრეზენტაციისთვის მოამზადებენ თემას-ადამიანის ”საშვენი ხვედრი” |
No comments:
Post a Comment